Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დრაივიდან ავტვირთეთ ფოლდერი(მთელი ნამუშევარი ამ რვა დღის განმავლობაში )და ბლოგზე დავდეთ პორტფოლიო.დღეს საინტერესო დღე გვქონდა.წარმოვადგინეთ პორტფოლიოები და შევაფასეთ თითოეული მათგანი.

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

ფასილიტაციის ნიმუშები დავათვალიერეთ,შევქმენით ჯგუფები და ჩავდეთ საქაღალდე სასწავლო პროექტის დამხმარეში.შევადგინეთ ინტერვიუსთვის  კვლევის კითხვარი  და დავდეთ ბლოგზე ინტერვიუ,რომელიც მოსწავლეებმა  უნდა შეავსონ.შევამოწმეთ ჩეკლისტი.ვორდის დოკუმენტი ჩავსვით პორტფოლიოს  შინაარსში. მიმდინარე განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასების დოკუმენტები ჩავსვით  პორტფოლიოში,კერძოდ  დროში გაწერილ შეფასებაში.ახალ სლაიდზე ჩავსვით შექმნილ რესურსებში მოსწავლის ნიმუში,შეფასების რუბრიკა,დამხმარე შაბლონი სუსტი მოსწავლისთვის.

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

რეფლექსია  ანუ უკუკავშირი შეფასების სქემაზე, გავაკეთეთ სუსტი მოსწავლეებისთვის ბუკლეტის შაბლონი,გაჯეტების დამატება,გვერდების შექმნა და ნაწილ-ნაწილ გამოჩენა ტექსტის.

Sunday, December 1, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ერთმანეთის სამოდელო ნიმუშების რეფლექსიაზე,ასევე გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა,ჩავსვით ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნიმუში. youtube დან ჩავსვით ვიდეო ბლოგზე.ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, November 30, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე,სამოდელო ნიმუშზე და გავაკეთეთ პრეზენტაცია.

Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე, ვაწარმოეთ პორტფოლიოსპრეზენტაცია.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, November 23, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა:
რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს ადამიანის ცხოვრებაში?



თემატური შეკითხვები:
როგორ  იცავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო ტრადიციებს?
რა განსხვავებას ხედავთ ძველ და ახალ  საახალწლო ტრადიციებს შორის?




შინაარსობრივი შეკითხვები:
რას აკეთებენ  ქართველები ტრადიციულად წინასაახალწლო სამზადისის დროს? მეკვლეობის დროს? დალოცვის დროს?ნაძვის ხის მორთვისას?
როგორ ხვდებიან დასავლეთ საქართველოში  ახალ წელს?თუ აქვთ რაიმე განსაკუთრებული წესი ამ კუთხეში?თუ აქვთ რაიმე განსაკუთრებული საახალწლო წესები აღმოსავლეთ საქართველოში?
რა სახელწოდება აქვს ახალ წელს  და მეკვლეობას გურია-სამეგრელოში, რაჭაში, სვანეთში,ხევსურეთში?

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ინდიკატორებზე ,მიზნებზე,ამოცანებზე,შედეგებზე,საკვანძო და მიმართულების მიმცემ  შეკითხვებზე.დოკუმენტის გაზიარების მიზნით შევედით დრაივზე ,სადაც ავტვირთეთ ვორდის დოკუმენტი,გადავიყვანეთ სამუშაო რეჟიმში და წყვილებში ვიმუშავეთ ერთ დოკუმენტში.აქ ერთად დავწერეთ თემატური  და შინაარსობრივი შეკითხვები.

Sunday, November 17, 2013

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ პუბლიკაცია,თუ როგორ უნდა გავუკეთოთ რეკლამა ჩვენს მიერ წამოწყებულ პროექტს.შევქმენით ბუკლეტი.

Saturday, November 16, 2013

საახალწლო ტრადიციები

 მოსწავლეები გაეცნობიან საახალწლო ტრადიციებს საქართველოს ყველა  კუთხეში,მოიძიებენ მასალას,შეადარებენ ძველ და ახალ  საახალწლო ტრადიციებს საქართველოს ყველა კუთხეში, აიღებენ ინტერვიუებს ძველი თაობისგან.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოდულების შინაარს,მთელი ტრენინგის განმავლობაში სამუშაო გეგმას.შევქმენით საქაღალდე ,შევქმენით ინტელის ბლოგი.